მეფურად კეთილშობილი

ღვინის მიწოდება

ჩვენი ღვინოები

ტურიზმი

თუ ღვინის მოყვარული ბრძანდებით, საქართველოს ისტორიით ხართ დაინტერესებული ან თუნდაც დაუვიწყარი გამოცდილების შეძენა გსურთ, მაშინ აუცილებლად ეწვიეთ "შატო მუხრანს".

უამრავი მნახველი მოიხიბლა "შატო მუხრანის" ღვინის ტურებითა და ღონისძიებებით, შეუერთდით მათ რიცხვს, "შატო მუხრანი" თბილისიდან 25 წუთის სავალი გზითაა დაშორებული. ჩვენი ღვინის ტურები დაგეხმარებათ ეზიაროთ ქართული სამეფო ოჯახის ისტორიას და გაიგოთ მეტი მეღვინეობის უძველესი ტრადიციების შესახებ.

მეტი

ღვინის სტუდია

გეპატიჟებით „შატო მუხრანის“ განახლებულ ღვინის სტუდიაში თბილისში, მეიდანზე.

ძველი თბილისის შუაგულში მდებარე ღვინის სტუდია საშუალებას გაძლევთ გაეცნოთ თბილისის ღისრსშესანიშნაობებს პროფესიონალი სომელიეს რჩევით დააგემოვნოთ და ხელსაყრელ ფასად შეიძინოთ „შატო მუხრანის“ პრემიალური კლასის ღვინოები.

გაატარეთ დრო მეგობრებთან ერთად ღია ცის ქვეშ, ჩვენს ახლად გახსნილ კაფეში და დააგემოვნეთ შატო მუხრანის პრემიუმ კლასის ღვინო უნიკალური ქართული ყველის ასორტის თანხლებით.

მეტი

სიახლეები

08 მაისი 2018

11-13 აპრილს, შატო მუხრანი მონაწილეობდა იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში "Wine and Gourmet Japan 2018". ჩვენს იაპონელ პარტნიორთან - ARCANE ltd ერთად, გამოფენის სტუმრებს წარვუდგინეთ: სამეფო რეზერვი წითელი 2013, სამეფო რეზერვი თეთრი 2014, ქვევრი 2016, საიდუმლო კოლექცია წითელი 2015, საიდუმლო კოლექცია თეთრი 2014, საფერავი სუპერიორი 2014, შავი მტევანი 2015, თავკვერი წითელი 2015, რქაწითელი სუპერიორი 2015 და მუსკატი.

მეტი
25 თებერვალი 2018

ქართული ღვინის დამზადების ტრადიციული მეთოდზე დაყრდნობით, ჩვენმა მეღვინეებმა გამორჩეული, ქართლისთვის სახასიათო ქვევრის ღვინო შექმნეს! შატო მუხრანის ქვევრის ღვინო რქაწითლიდან, გორული მწვანედან და ჩინურიდან მზადდება. იგი ქვევრში 6 თვიანი ფერმენტაციის და მუხის კასრებში 5 თვით დაძველების შემდეგ, გაუფილტრავად ისხმება ბოთლებში.

მეტი
18 იანვარი 2018

Decanter-მა, ლონდონში, პრესტიჟულ ღონისძიებაზე წარსადგენად, მსოფლიოს საუკეთესო ღვინოებს შორის, შატო მუხრანი შეარჩია.

მეტი