სიახლეები

15.10.2016
რთველი 2016
"შატო მუხრანში" ტრადიციად იქცა რთველის განსაკუთრებულად აღნიშვნა. "რთველი 2016" მუხრანბატონის მამულში წელს 15 ოქტომბერს გაიმართა. ღონისძიების პროგრამა ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი იყო, გაჯერებული როგორც ტრადიციული აქტივობებით, ასევე ბევრი სიახლითა და სიურპრიზით. ტრადიციულად, მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, "შატო მუხრანის" პარტნიორები და სხვადასხვა ქვეყნებიდან სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოსული საპატიო სტუმრები. სტუმრებმა, თავდაპირველად ვენახში გადაინაცვლეს და ყურძნის კრეფვას შეუდგნენ. ერთობლივად დაკრეფილი ყურძენი ძალიან სწრაფად საწნახელში აღმოჩნდა და ღვინის დაწურვაც დაიწყო. ახლა მან დიდი გზა უნდა განვლოს, ვიდრე გორული მწვანედ, შავკაპიტოდ, თავკვერად თუ მუსკატად  იქცევა. "შატო მუხრანში" თქვენთვის საყვარელ ღვინოს აუცილებლად ამოარჩევთ, სასახლის კარი სტუმრებისთვის ყოველ დღე ღიაა.