სიახლეები

19.03.2016
ღვინის მაგისტრები შატო მუხრანში
 
17 მარტს, მსოფლიოს 21 წამყვანი ღვინის მაგისტრი "შატო მუხრანს" ეწვია. მაგისტრთა ჯგუფი, რომელიც 9 სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწეობს, საქართველოში ასოციაცია "ქართული ღვინო"-ს ორგანიზებითა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ჩამოვიდა.
 
ღვინის მაგისტრი ყველაზე პრესტიჟული წოდებაა ღვინის სფეროში. მათ სიტყვასა და რეკომენდაციებს დიდი მნიშვნელობა აქვს მსოფლიო მასშტაბით. ღვინის მაგისტრის სერტიფიკატების გაცემა ინგლისში 60 წლის წინ დაიწყო, ამჟამად კი მსოფლიოს 338 ღვინის მაგისტრი ჰყავს 24 ქვეყანაში.