სიახლეები

23.12.2015
საქველმოქმედო გალა საღამო სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიაში"

12 დეკემბერს, სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიაში", საქველმოქმედო ორგანიზაციამ "საქართელოს ამერიკელი მეგობრები" მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისა და მოხუცების დასახმარებლად, ტრადიციული საქველმოქმედო გალა საღამო გამართა.

ღონისძიებას სულ 280 სტუმარი დაესწრო. მათ შორის იყვნენ: ამერიკის, იაპონიის, თურქეთის, ესტონეთის, ჰოლანდიის ელჩები და მათი მეუღლეები; ასევე ბიზნესის სფეროს წარმომადგენენლები: წამყვანი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები და კორპორაციები, რომელთა უმეტესობაც "American Chamber of commerce in Georgia"-ს წევრები არიან.

საღამოს მთავარი მოვლენა იყო გენიალური ქართველი მხატვრების დავით კაკაბაძისა და გიგო გაბაშვილის იშვიათი ნახატების აუქციონი, რომელზეც ასევე წარმოდგენილი იყო ცნობილი ქართველი ხელოვანების: დათო სულაკაურის, გია გუგუშვილის, გოგი ალექსი-მესხიშვილის, ლევან მეხუზლას, ნატო ერისთავის, ლევან ლაღიძის, პაპუნა პაპასკირის, საშა ჭავჭავაძის, თამარ კვესიტაძის, ვლადიმერ იმერლიშვილის, გია ჩხატარაშვილის, გელა წულაძის, ჰოლი ჰოლზერ ბასის, მერვა არვინის ნამუშევრები.

ღონისძიება ღვინით უხრუნველყო კომპანია "შატო მუხრანმა", სადილზე წარმოდგენილი იყო: საფერავი 2012, მუხრანბატონის რეზერვი (საფერავი) 2010, რქაწითელი 2012, თავკვერი 2014. 

ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდნენ სხვადასხვა სტილის შემსრულებლები. საშობაო გალაზე სულ 111 300 ამერიკული დოლარი შეგროვდა, რომელიც მთლიანად განაწილდება "საქართელოს ამერიკელი მეგობრების" ორ საქველმოქმედო პროექტზე: ძეგვის თავშესაფარზე, სადაც 70 ადამიანი ცხოვრობს და პალიატიური მზრუნველობის შინ მოვლის სამსახურზე, რომელიც ბინაზე ეხმარება ტერმინალურად დაავადებულ უპოვარ მოხუცებს.