სიახლეები

30.11.2015
26 ნოემბერს, ზურაბ წერეთლის სახელობის თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში - Zurab Tsereteli MoMa Tbilisi ესპანელი მხატვრის როდოლფო ვილაპლანას პერსონალური გამოფენა გაიმართა

26 ნოემბერს, ზურაბ წერეთლის სახელობის თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში - Zurab Tsereteli MoMa Tbilisi ესპანელი მხატვრის როდოლფო ვილაპლანას პერსონალური გამოფენა გაიმართა, სახელწოდებით "დუშამპი მკვდარია". გამოფენის ერთ-ერთი სპონსორი "შატო მუხრანი" იყო. ექსპოზიციაზე მხატვრის 20-მდე ტილო გამოიფინა, რომელთა ნაწილიც მან თბილისში ყოფნისას შექმნა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო კომპანია "შატო მუხრანის" პრემიუმ კლასის ღვინოები.