სიახლეები

26.10.2015
იან კელისა და ბენ ფორდის ვიზიტი "შატო მუხრანში"

ჰარისონ ფორდის შვილი, ცნობილი შეფ-მზარეული ბენ ფორდი და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში - იან კელი „შატო მუხრანს“ ესტუმრნენ.
ბენ ფორდი კულინარიის ელჩის სტატუსით საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მოწვევით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ცნობილმა შეფ-მზარეულმა "შატო მუხრანის" სასახლე დაათვალიერა და რუსთავი 2-ის მაყურებლისთვის განსაკუთრებული კერძი მოამზადა.