სიახლეები

08.09.2015
ლიტერატურული პრემია "საბას" დაჯილდოების ცერემონიალი

7 სექტემბერს, "შატო მუხრანის" სასახლეში, ლიტერატურული პრემია "საბას" დაჯილდოების მეცამეტე ცერემონიალი გაიმართა. ცერემონიალი მუსიკალურად თბილისის სიმფონიურმა ორკესტრმა გააფორმა, მაესტრო ვატო კახიძის ხელმძღვანელობით.

ყოველწლიური ლიტერატურული პრემია „საბა“ დაფუძნდა 2003 წელს. პრემიის მიზანია გასული ერთი წლის ლიტერატურული პროცესების შეფასება და წლის საუკეთესო წიგნებისა და ავტორების გამოვლენა. პრემიაზე “საბა” განიხილება გასულ წელს წიგნად გამოცემული ყველა ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოები (რომანი, პროზაული კრებული, პოეტური კრებული, პიესა), უცხოური ნაწარმოების ქართული თარგმანი, ასევე ლიტერატურული კრიტიკის და დოკუმენტური პროზის ნიმუშები. 

გამარჯვებულ ავტორებს, სპეციალურ პრიზთან ერთად, გადაეცემათ ფულადი პრემიები. კონკურსის ჟიური 5 წევრისგან შედგება და ყოველწლიურად იცვლება. გამარჯვებულის გამოვლენა ხდება დახურული კენჭისყრით, მინიმუმ 3 ხმის მიღების შედეგად.