სიახლეები

01.08.2015
პრემიერ მინისტრის ვიზიტი "შატო მუხრანში" 

27 ივლისს, პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "შატო მუხრანს" ეწვია. 

I-II საუკუნეების ნაქალაქევი სოფელ ძალისში, ნიკო ბურის სასახლე და მუხრანის კარის ეკლესია, ინვესტორებისა და მთავრობის ერთობლივი ძალისხმევით აღდგება. საინვესტიციო პროექტებზე „შატო მუხრანის“ დამფუძნებელი ფრედერიკ პოლსენი მუშაობს, რომელმაც მთავრობის მეთაურს მუხრანისა და მისი შემოგარენის ტურისტული პოტენციალის განვითარების შესახებ საინვესტიციო პრეზენტაცია წარუდგინა.

ისტორიული ძეგლების აღდგენა, სოფელ მუხრანს ტურისტულ ცენტრად აქცევს  - აცხადებს პრემიერ მინისტრი.