სიახლეები

20.10.2015
რთველი 2015 

უკვე 8 წელია “შატო მუხრანში” ტრადიციად იქცა, რთველში სტუმრების მასპინძლობა, რომლებიც “შატო მუხრანის” ულამაზეს ტერიტორიაზე დილიდან იწყებენ შეკრებას. რთველი 2015, მუხრანბატონების მამულში წელს 18 ოქტომბერს გაიმართა და იქაურობა ქართული კულტურის ცენტრად გადაიქცა.

მუხრაბნატონების სასახლეში, სტუმრების მიღების განსაკუთრებულ მიზეზზად, საქართველოს მნათობად წოდებული, წმინდა ქეთევან დედოფლის (1570-1624 წწ.) მოწამებრივი ცხოვრებისა და აღსასრულის ამსახველი პანოს, ასლის გახსნა იქცა. პანო, ქალაქ ლისაბონში, “დაგრასას” მონასტერში დაცული გრავიურის ზუსტი ასლია. დამზადებულია იმდროინდელი ტრადიციული ტექნოლოგიით, ქაშანურისა და ფაიფურის ფილებით.

პანოს ორიგინალი პორტუგალიელმა ოსტატებმა XVII საუკუნის მიწურულს, კათოლიკური ეკლესიის დაკვეთით და თვითმხილველი მისიონერების მიერ აღწერილი ისტორიების საფუძველზე შექმნეს. Mმისი ასლი კი “შატო მუხრანის” სასახლეში დაიდებს ბინას.


სტუმრებმა, თავდაპირველად ვენახში გადაინაცვლეს და ყურძნის კრეფვას შეუდგნენ. ერთობლივად დაკრეფილი ყურძენი ძალიან სწრაფად საწნახელში აღმოჩნდა და ღვინის დაწურვაც დაიწყო. ახლა მან დიდი გზა უნდა განვლოს, ვიდრე იმ ღვინოდ იქცევა, რომელსაც “შატო მუხრანის” სტუმრები მოსვლისთანავე კითხულობდნენ. გორული მწვანე, შავკაპიტო, თავკვერი, მუსკატი -  “შატო მუხრანში” თქვენთვის საყვარელ ღვინოს აუცილებლად ამოარჩევთ, სასახლის კარი სტუმრებისთვის ყოველ დღე ღიაა.