სიახლეები

29.07.2015
 "სამეფო მარანი 1878"

27 ივლისს, ივანე მუხრანბატონის სასახლის აღდგენილ მარანში, საზეიმოდ გაიხსნა რესტორანი "სამეფო მარანი 1878". სასახლე და ძველი აგურით ნაშენი მარანი, დიდრონი ქვევრებით და გრანდიოზული თაღებით, ისტორიულ ძეგლს წარმოადგენს. რესტორნის ინტერიერში შენარჩუნებულია იმდროინდელი ეპოქის ამსახველი ტრადიციები, სახელში მითითებული თარიღი 1878 კი ივანე მუხრანბატონის მიერ პირველი მუხრანული ბოთლის ღვინის ჩამოსხმას უკავშირდება. "სამეფო მარანი 1878" გათვლილია 100-მდე სტუმრის მისაღებად, რომლებსაც ორიგანლურად შერჩეულ ქართულ-ევროპულ კერძებს და უმაღლესი დონის მომსახურებას შესთავაზებენ.
საზეიმო გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ უცხოელი და ქართველი სტუმრები, დამფუძნებლები, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის და მედიის წარმომადგენლები. დამსწრე პუბლიკისთვის გაიმართა გალა-სადილი სპეციალურად შერჩეული მენიუთი, ღვინით და ცოცხალი მუსიკით. სასახლის წინ მიმდებარე ტყე-პარკში წარმოდგენილი იყო შატო მუხრანის ისტორიის ამსახველი ფოტოგამოფენა.