სიახლეები

30.06.2015
Vinexpo 2015

14-18 ივნისს, კომპანია „შატო მუხრანი“ მონაწილეობდა მსოფლიოში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღვინის გამოფენაში - Vinexpo 2015, რომელიც ბორდოში გაიმართა. Vinexpo 2015 ქართული ღვინის სექტორისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოფენაა და მასში წელს მონაწილეთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. გამოფენაზე ქართულ ღვინოს 19 ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია წარმოადგენდა. Vinexpo-ს ფარგლებში, ქართული ღვინის შესახებ რამდენიმე მასტერკალსი გაიმართა, რომლებსაც ღვინის ცნობილი კრიტიკოსები უძღვებოდნენ.