სიახლეები

13.05.2015
Concours Mondial de Bruxelles 2015

"შატო მუხრანის" ღვინოებს საერთაშორისო კონკურსზე "Concours Mondial de Bruxelles 2015" დიდი წარმატება ხვდა წილად, "Reserve Du Prince - გორული მწვანე 2012" ოქროს მედლის მფლობელი გახდა. 

"Reserve Du Prince" (საფერავი და გორული მწვანე) კომპანია "შატო მუხრანის" ყველაზე კეთილშობილ და ექსკლუზიურ სახეობას განეკუთვნება.

Concours Mondial de Bruxelles 2015, 1-3 მაისს, იტალიაში, ქალაქ იეზოლოში, გაიმართა. წელს კონკურსში 49 ქვეყნის 8 000-ზე მეტი სახეობის ღვინომ მიიღო მონაწილეობა.
1994 წლიდან, "Concours Mondial de Bruxelles"-მა ყოველწლიურად 7000-მდე დასახელების პროდუქტს უმასპინძლა, რაც 500 მილიონ გაყიდულ ბოთლს ნიშნავს და მსოფლიოში "ღვინის საერთაშორისო ჩემპიონატის" სახელი დაიმკვიდრა. "Concours Mondial de Bruxelles" წლიდან წლამდე აერთიანებს მსოფლიოს წამყვან ექსპერტებს მეღვინეობის დარგში.