სიახლეები

31.03.2015
პროვაინ 2015

15-დან 17 მარტის ჩათვლით, კომპანია „შატო მუხრანი“ მონაწილეობდა „პროვაინ 2015“-ში, რომელიც დიუსელდორფში გაიმართა. გამოფენა „პროვაინი” ქართული ღვინის სექტორისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოფენაა და მასში წელს მონაწილეთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. „პროვაინ 2015“-ზე ქართულ ღვინოს 19 ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია წარმოადგენდა. გამოფენის ფარგლებში, ქართული ღვინის შესახებ რამდენიმე მასტერკალსი გაიმართა, რომლებსაც ღვინის ცნობილი კრიტიკოსი და ჟურნალ „ვინუმის“ მთავარი რედაქტორი რუდოლფ კნოლი და ღვინის მაგისტრი, კომპანია Tastingworks-ის დამფუძვნებელი  -ლიზა გრანიკი უძღვებოდნენ.