სიახლეები

06.03.2015
მუნდუს ვინი 2015

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ „შატო მუხრანის“ „საფერავი 2012” საერთაშორისო კონკურსზე - „მუნდუს ვინი 2015“ ოქროს მედლის მფლობელი გახდა. წელს კონკურსზე წარმოდგენილ ღვინოებს 24 ქვეყნის 145 პროფესიონალი ღვინის ექსპერტი აფასებდა. „შატო მუხრანის“ „საფერავი 2012” „პროვაინ 2015“-ზე წარდგენილი იქნება პრემიალური ღვინოების სტენდზე, როგორც „მუნდუს ვინი 2015“-ის ერთ-ერთი გამარჯვებული.

შატო მუხრანის“ ისტორია დაკავშირებულია სამეფო ოჯახის მემკვიდრის - ივანე მუხრან-ბატონის სახელთან. ეს არის ერთადერთი ქართული სამეფო შატო, რომელიც აერთიანებს ოთხ ძირითად ფასეულობას: ვენახი, მარანი, სასახლე და ისტორია. 2007 წლიდან, „შატო მუხრანის“ ღვინოების დაყენება, მხოლოდ საკუთარ ვენახებში მოყვანილი ყურძნით ხდება, რაც მუხრანის ღვინოების კიდევ უფრო უნიკალურს ხდის.

მუხრან-ბატონის რეზერვი „საფერავი“ კომპანია „შატო- მუხრანის“ ყველაზე კეთილშობილ და ექსკლუზიურ სახეობას განეკუთვნება.