სიახლეები

23.02.2015
„შატო მუხრანის“ ღვინოები ჩინეთის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კონკურსზე - „CWSA Best Value 2015“ 4 ოქროს მედლის მფლობელი გახდა

„შატო მუხრანის“ ღვინოები ჩინეთის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კონკურსზე - „CWSA Best Value 2015“ 4 ოქროს მედლის მფლობელი გახდა

„შატო მუხრანის“ ოთხი ღვინო: მუხრანბატონის რეზერვი „გორული მწვანე 2012”, „საფერავი 2012”, „გვიანი მოსავლის სოვინიონ ბლანი 2011“ და „მუსკატი" ჩინეთის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე - „CWSA Best Value 2015“ ოქროს მედლის მფლობელი გახდა. წელს კონკურსი მონაწილეთა რეკორდული რაოდენობით გამოირჩეოდა. გამარჯვების მოსაპოვებლად, 35 ქვეყანა და 5789 ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კოპანია იბრძოდა.

• მუხრანბატონის რეზერვი „გორული მწვანე 2012” - ოქრო
• „საფერავი 2012“ - ოქრო
• „გვიანი მოსავლის სოვინიონ ბლანი 2011“ - ოქრო
• „მუსკატი“ - ოქრო

კომპანია „შატო მუხრანის“ ისტორია დაკავშირებულია სამეფო ოჯახის მემკვიდრის - ივანე მუხრანბატონის სახელთან. ეს არის ერთადერთი ქართული სამეფო შატო, რომელიც აერთიანებს ოთხ ძირითად ფასეულობას: ვენახი, მარანი, სასახლე და ისტორია.
2007 წლიდან, „შატო მუხრანის“ ღვინოების დაყენება, მხოლოდ საკუთარ ვენახებში მოყვანილი ყურძნით ხდება, რაც მუხრანის ღვინოების კიდევ უფრო უნიკალურს ხდის.