სიახლეები

01.02.2014
თბილისის რობერტ ბერნსის სახელობის ვახშამი 2014

1 თებერვალს „შერატონ მეტეხი პალასში“ შოტლანდიელი პოეტის  - რობერტ ბერნსის იუბილესთან დაკავშირებით საქველმოქმედო წვეულება უკვე მეხუთედ გაიმართა. აქციიდან მიღებული 69 000 ათასი ლარი აღმოსავლეთ საქართველოში სოციალურად დაუცველ პირებს, ქალთა საერთაშორისო ასოციაციასა და ცხოვლეთა დამცველ ორგანიზაციებს გადაეგზავნა. კომპანია „შატო მუხრანი“ ღონისძიების ერთ-ერთი სპონსორი იყო.