სიახლეები

16.11.2013
„ჰონ-კონგის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო ბაზრობა 2013“ 

კომპანია „შატო მუხრანმა“ მონაწილეობა მიიღო მსოფლიოში უდიდესს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გამოფენაში - „ჰონ-კონგის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო ბაზრობა 2013“. გამოფენაზე, როგორც აზიაში ალკოჰოლური სასმელების  ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებაზე, მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩასული დამთვარიელებლის წინაშე წამოდგენილი იყო სხვადასხვა სახის მაღალი ხარისხის ღვინოები და ალკოჰოლური სასმელები, ასევე ღვინის წარმოების პროდუქტები და მასთან დაკავშირებული სერვისები. „შატო მუხრანის“ პროდუქციის ნახვა დამთავალიერებლს, 7-9 ნოემბრის ჩათვლით,  3E-C02-ე სტანდზე შეეძლო.